სტიპენდიის მისაღებად განაცხადები შეიტანეთ 24 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 17:00 საათამდე თსუ II კორპუსი (ოთახი № 102), თსუ XI კორპუსი (ოთახი № 303).
კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, გეოლოგია, ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერება (SDSU) - თამარ თათრიშვილი, თსუ XI კორპუსი (ოთახი № 303);
ფიზიკა, ქიმია, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, გეოგრაფია, ეკოლოგია - რუსუდან დანელია, თსუ II კორპუსი (ოთახი № 102).
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
შევსებული განცხადება;
პირადობის მოწმობა;
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
შეუძლია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია (2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის პუბლიკაციები, საკონფერენციო მასალები და სხვა). დოკუმენტაციაში გარკვევით იყოს მითითებული კონფერენციის ჩატარების/პუბლიკაციის გამოქვეყნების ან გამოსაქვეყნებლად მიღების თარიღი.
დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!!!
პირადობის მოწმობისა და საბანკო რეკვიზიტის გარეშე განაცხადი არ მიიღება!!!
სტიპენდიის პირველადი შედეგები ფაკულტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 2 დეკემბერს, შედეგების აპელაცია 3 დეკემბრის 11 საათამდე.